აქტივისტებმა კომენდანტის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები დაწვეს – აქცია შსს–სთან

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებს, რომელბიც კომენდანტის საათის დროს, დეპუტატისთვის თავზე ნაგვის გადაყრის გამო ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ, 2000 ლარით აჯარიმებენ.

11 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთაც დაუკავშირდნენ და ჯარიმის შესახებ აცნობეს, შსს–სთან მივიდა და ყველა იმ პირის თანაბრად დასჯა მოითხოვა, ვინც აქციაზე იყო. მათ უერთებიან ის ადამიანებიც, ვინც აქციაზე იყო და არ ჯარიმდებიან და პროტესტის ნიშნად საკუთარი თავის დაჯარიმებასაც ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, გომელაურის უწყების მიერ გამოწერილი საჯარიმო ოქმი დაწვეს.

"გომელაურის წასაკითხად დაგვაწერინეს ტექსტი, რატომ არ ვცნობთ ამ შეზღუდვებს, წაიკითხავს და მოხდება ალბათ რეაგირება"– ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯარიმის გადახდას და კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დაარღვევენ. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი