"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი: GWP"–ის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
300–მდე თანამშრომელმა, ვინც გასამრჯელოს მომატებას ითხოვდა, მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიისგან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუქარა მიიღო.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ მათი სამუშაო პირობები არ გაუმჯობესდება, მუშაობას აღარ გააგრძელებენ.