ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლოში ახალი სარჩელი შედის

გამოქვეყნდა:

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში თითქმის ორი თვე გაატარა, რუსეთს უჩივის და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს. 

ვაა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ - ამ სახელწოდებით ახალი სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე კვირაში უნდა გაიგზვნოს.

კომპენსაციის სახით კი ექიმმა შესაძლოა სიმბოლურად - 1 ლარი მოითხოვოს. ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია:

რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაცია იქნება ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო რუსეთის ბულინგის ქვეშაა - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. 

სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ ცენტრი "ემპათია" მუშაობს. გამოძიებაში კი რომელსაც საქართველოს პროკურატურა გაფრინდაშვილის გატაცების საქმეზე აწარმოებს, ახალი არაფერია. მეტიც, როგორც იურისტი ამბობს, უკვე სამი თვეა გაგზავნილ წერილზე, მთავარი საგამოძიებო უწყებიდან პასუხს ელოდებიან.

იურისტები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, ცენტრი კი წამების მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

რამდენიმე თვეა პასუხს ველოდებით პროკურატურისგან, დიდი იმედი მაქვს, რომ არ დააყოვნებს და შევძლებთ დაუბრკოლებლად შევიტანოთ სარჩელი ევროსასამართლოში - ამბობს გიგა ლემონაჯავა "ემპათიას" იურისტი 

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს და თითქმის ორთვიანი ტყვეობის შემდეგ, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი