თბილისის საქალაქო სასამართლო ჩუღურეთის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს - სხდომა დისტანციურად ტარდება.
ვალდიმერ გოგსაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებსამოსილების გადამეტებას ედავება.
ადვოკატი, რომელიც საქმის მასალებს ჯერ სრულად არ გაცნობია, ამბობს, რომ გოგსაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
"მზაობა გამოთქმულია, რომ ბუნდოვანებებს გავცეთ ამომწურავი პასუხი, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, რომ დავანახოთ სრული სიცხადე. მოგეხსენებათ, პატიმრის ემოციური ფონი მაღალია... დოკუმენტაცია უკვე ჩაგვბარდა და გავეცნობით. აღიარებას სჭირდება კონკრეტიზაცია", - ამბობს უფლებადამცველი, რობერტ გრიგალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერიის მაღალჩინოსანი სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.