მალე საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა პროცედურების დაწყებას - ჩალაძე

გამოქვეყნდა:

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე, მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მალე თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას. 

"ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიტანთ [ვაქცინას], ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება. საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა ვაქცინაციის პროცედურების დაწყებას. ესენი არიან უუნაროები, არ იციან, როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენ ვიცით, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა პანდემიიდან რაც შეიძლება შორს და მალე გავხნათ. ჩაკეტვას ორი მიზეზი აქვს - მავნებლობა და კომპეტენციის არქონა", - თქვა ჩალაძემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში".

მისივე აზრით, კოვიშეზღუდვებით "მთავრობა მოქალაქეებს დასცინის... მაშინ, როცა თითი თითზე არ დაუდიათ და არაფერი გაუკეთებიათ".

შეგახსენებთ, რომ NDI-ის გამოკითხვით, ხელმისაწვდომი რომ იყოს, 41% კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% - არა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი