ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა კი 16 მარტს ჩაინიშნა.
დაცვის მხარე სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვალდიმერ გოგსაძე სამსახურეობრივი უფლებსამოსილების გადამეტების ბრალდებით, სამუშაო კაბინეტში გუშინ, 25 იანვარს დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.