მოსახლეობას ვაქცინის სანდოობის არ სჯერა - საგანგაშო შედეგები

გამოქვეყნდა:

იმ მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება ვისთვისაც კოვიდ ვაქცინა არასანდოა. ადამიანების თითქმის 50% ამბობს რომ აცრას უარს ეტყვის მოსალოდნელი საფრთხეების გამო. 

თითქმის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების ოფიციალური შედეგები საგანგაშოა, მაშინ როდესაც ქართული ოცნების მთავრობა მილიონებს კოვიდ ვაქცინის შესაძენად ხარჯავს, მოსახლეობის განწყობა საპირისპიროა. 

ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-მ ჩაატარა, სურათი კიდევ უფრო მძიმეა. გამოკითხული ადამიანები წინასწარ ამბობენ, რომ ქვეყანაში შემოტანილი წამლის სანდოობა საეჭვოა, რადგან მდიდარი ქვეყნებისთვის შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აცრიან. 

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტის დირექტორმა ანტივაქსერულ კამპანიაში დახმარება მედიას სთხოვა, თავად ამირან გამყრელიძე მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს საგანგაშოს უწოდებს, ადასტურებს, რომ სანდოობის მაჩვენებელი ყოველთვიურად მცირდება.

ეკა ტიკარაძე ამბობს რომ მათთვის მთავარი გარანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა. მინისტრი არ მალავს რომ ვაქცინაციის მიმართ დღეს არსებული სურათი არასახარბიელოა.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 42% ვაქცინის გასაკეთებლად მზად არ არის.  

სახელმწიფოსგან განსხვავებით კიდევ უფრო მძიმეა ექსპერტების პროგნოზი, სპეციალისტები ამბობენ რომ თუკი მთავრობა დროულად არ დაიწყებს ვაქცინაციის პოპულარიზაციას მაშინ შედეგები მძიმე იქნება, მათ შორის შესაძლოა შეუქცევადი გახდეს პანდემიის მასშტაბი. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ რომ გართულებების თავიდან არიდებისთვის ქვეყანამ მხოლოდ მარალი ხარისხის ვაქცინა უნდა შეიძინოს.

ვიდრე ხელისუფლება ვაქცინას შემოიტანს მოსახლეობის ნდობა მედიკამენტის მიმართ ყოველდღიურად მცირდება, თუკი ხელისუფლება მოსახლეობას ვერ დაარწმუნებს, რომ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია კოვიდთან ბრძოლაში, შესაძლოა შეძენილი მედიკამენტიც და დახარჯული მილიონებიც წყალში გადაყრილი ფული აღმოჩნდეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი