დაკეტილი ბიზნესი დღეს გადარჩენის სტრატეგიას შეიმუშავებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მიერ დაკეტილი ბიზნესი, რომელმაც გუშინდელშეხვედრაზე ხელისუფლებისგან ვერანაირი, მათთვის საიმედო პასუხი ვერ მიიღო,  დღეს კონსულტაციებს გამართავს, სადაც გადარჩენის სტრატეგიას შეიმუშავებს.

ბიზნესის წარმომადგენლები  მთავრობაზე ზეწოლისთვის პერმანენტულად  აქციების გამართვასაც აანონსებენ. ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიები შიშობენ, რომ უმძიმესი კრიზისის გამო შეზღუდვების გაუქმების შემდეგაც კი ვეღარ შეძლებენ ამუშავებას.

"დღევანდელი მოცემულობით, სავარაუდოდ, ზამთრის კურორტები არ გაიხსნება, რაც კატასტროფაა ამ ბიზნესისთვის. დღეს დავსხდებით, დავილაპარაკებთ და დავსახავთ გეგმას, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესები გადავარჩინოთ ისე რომ, ფიზიკურად ისე არ მოხდეს, ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს რესტორნები და სასტუმროები აღარ დახვდეს საერთოდ",  - ამბობს "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტების ბიზნესის წარმომადგენლები გუშინ კანცელარიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი რეგულაციების მოხსნას და 1 თებერვლიდან ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.  ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი