მნიშვნელოვანი იყო, რომ გაეროს ტრიბუნაზე სასამართლოს კლანმა გაიჟღერა - მენაბდე

გამოქვეყნდა:

გაერო საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ერთ-ერთ სისტემურ პრობლემაზე ონლაინ ფორმატში გამართულ სესიაზე იმსჯელეს, სადაც გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასეს. დისკუსიაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

სესიაზე ყველაზე დიდი ყურადღება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს დაეთმო. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა პრობლემებს შორის კლანური მმართველობა და მოსამართლეთა დანიშვნის წესი დაასახელა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაეროს ტრიბუნაზე სიტყვა კლანის გაჟღერება. იმას რასაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნით, რომ სასამართლოში არის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც არა მართლმსაჯულების არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართავს სასამართლოს", -  თქვა, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

სასამართლო სისტემაში რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს რეკომენდაციებით სხვა ქვეყნებმაც მიმართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი