დღევანდელი, 27 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 108 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 081 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 72 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.