შეცდომა ქადაგებაში, არ არის სასიამოვნო და სასურველი - მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზზე

გამოქვეყნდა:

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი მისივე ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგებას შეცდომად აფასებს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საკითხს კრებაზე განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

"მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, იყოს დიდი გამოცდილების, დიდი დამსახურების სასულიერო პირი, არის შემთხვევები, როდესაც მათაც ჰქონდეთ შეცდომა თავის ქადაგებაში, რაც არ არის სასურველი და სასიამოვნო. ჩემთის არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ იგი თავის ქადაგებებს დებდა სოციალურ ქსელებში, ეს სიახლე იყო, ამიტომ მე არ ვიყავი გაცნობილი, როცა გავეცანი არ მოვუწონე. რაც შეეხება გადაწყევტილებას, ჩვენ ვიმოქმედებთ საეკლესიო კანონიკის საფუძველზე, განვიხილავთ ამ საკითხს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - თქვა მეუფე დანიელმა. 

მეუფე დანიელსა და დეკანოზ თადეოზსს შორის ამ თემაზე სატელეფონო საუბარი უკვე შედგა, მეუფე ამბობს, რომ ქადაგებაში მას სულ სხვა რამის თქმა სურდა, მაგრამ ეს მის შეცდომას არ ამცირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკანოზი თადეოზი 20 წელია ამ ეპარქიაში მსახურობს. დღეს მისი მრევლი "მთავარი არხის" გამოჩენამ გააღიზიანა, მათ დაატოვებინეს ჯგუფს ტერიტორია და შეფასებები არ გააკეთეს.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება მრავალმხრივ პრობლემური გახდა. მან ერთგვარად დადებით კონტექსტში მოიხსენია "ქურდული სამყაროს" კანონები და არსებული ურთიერთობა მორალურ ჭრილში განიხილა. 

საკვირაო ქადაგებაზე მან ასევე ისაუბრა ვაქცინაციაზე - რომ თითქოს მოსახლეობას ემუქრებიან, გაიკეთონ ვაქცინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და პენსიის შეწყვეტით ემუქრებიან. 

სიძულვილის შემცველი იყო ქადაგების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს ეხებოდა - "თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?"- თქვა მან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი