მდიდარ ქვეყნებში ვაქცინაცია დიდი ხნის დაწყებულია, ღარიბი ქვეყნები უყურებენ და ელოდებიან- ჯანმო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, რომ ხელი შეუწყონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანად განაწილებას ყველა სახელმწიფოში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ მდიდარ ქვეყნებში იმუნიზაციის პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ღარიბი ქვეყნები კი ჯერ მხოლოდ უყურებენ და ელოდებიან, როდის დადგება მათი დრო. ღებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ „კოვაქსი“ ვაქცინის მიწოდებას მომავალ თვეში დაიწყებს და მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველ 100 დღეში იმუნიზაცია ყველა ქვეყანაში იყოს დაწყებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი