გამოსაგზავნად მზად არის, ახლა მხოლოდ მოთხოვნაა საჭირო - ვაქცინა მალტიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის განცხადების შემდეგ - რომელშიაც ის ვაქცინის მოპოვების კონკრეტულ გეგმაზე საუბრობს - ჯანდაცვის ექპერტები ფიქრობენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზე. 

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე, ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭარბი რაოდენობა აქვს და ჩვენი დახმარება შეუძლია, ოფიციალურ წერილს ელოდება საქართველოსგან.

"ეს არის სენსაცია, როდესაც ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა მთელმა ქვეყანამ. მიხეილ სააკაშვილმა იშოვა არა ვაქცინა, არამედ საქართველოს გადარჩენის პერსპერქტივა, რეალური გამოსავალი. ახლა ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, ისაა, რომ უნდა მიმართოს ოფიციალურად მალტის მთავრობას, შემდგარია კომუნიკაცია, წინასწარი თანხმობა, მალტის ხელუსუფლება ელოდება საქართველოს ოფიციალურ თხოვნას, წერილს. ვაქცინები გამოსაგზავნად მზად არის, ახლა მხოლოდ მოთხოვნაა საჭირო", - თქვა ჩალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. 

მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი