ყველა სახის ინფორმაცია წარმოადგენს სპეკულაციას - საქართველოს ელჩი მალტაში ვაქცინებზე

გამოქვეყნდა:

მალტის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის, ინფორმაციით, ვაქცინაციის საკითხზე ქართული მხარე მალტასთან 2020 წლის დეკემბრიდან თანამშრომლობს.

"საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობები ინტენსიურად მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მოპოვების მიზნით. უწყება ყოველდღიურ კავშირზეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანზიაციასთან, რათა ვაქცინა დროულად გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შორის, „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ რომში, რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას, კონსულტაციები მალტის შესაბამის უწყებებთან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. ცხადია, საელჩო დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან. მოლაპარაკებებში თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს, მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინის სათანადო რაოდენობა. საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით, წარმოადგენს სპეკულაციას", - წერს სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ფეისბუქ-მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მალტას ვაქცინის ჭარბი რაოდენობა აქვს და რომ მას შეუძლია, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყნებს დაეხმაროს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი