ენზელ მკოიანის რძალმა თავი მოიკლა - ყოფილი დეპუტატი შანტაჟზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ენზელ მკოიანი მისი ოჯახის უმძიმეს ტრაგედიაში კონკრეტულ პირებს ადანაშაულებს. მკოიანი აცხადებს რომ ხელისუფლება მფარველობს იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი რძალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამ ეტაპზე ყოფილი დეპუტატი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ყვება რომ მას და მის ოჯახს ბოლო წლების განმავლობაში ატერორებდნენ და აშანტაჟედნენ, რაც საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა. 

ეს მკვლელობაა, მასწავლებელი ქალი მიიყვანეს აქამდე. მან ვერ გაძლო სტრესს და ტერორის, რომელიც ჩვენს ოჯახზე ხორციელდება - ამბობს მკოიანი.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მასზე, მის ძმაზე და მის ოჯახზე მუდმივი მუქარა და შანტაჟი ხორციელდება, თუმცა ვისგან, ამ ეტაპზე მკოიანი არ საუბრობს და ამბობს, რომ დასახელების შემთხვევში, მასაც ააფეთქებენ.

მკოიანის რძალი გარდაცვლილი ხიდის ქვეშ ნახეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიყწო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი