ე.წ. სასამართლო რუს ჯარისკაცს გამოკითხავს - გახელაძის კიდევ ერთი სასამართლო გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსი ჯარისკაცის ჩვენება შესაძლოა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძესთვის თავისუფლების გარანტი აღმოჩნდეს - ე.წ სასამართლო დღეს იმ ჯარისკაცს გამოკითხავს, რომელმაც წინა პროცესზე მიცემული ჩვენებით დაამტკიცა, რომ გახელაძე უდანაშაულოა და მას სასაზღვრო პატრულისთვის ცეცხლი არ გაუხსნია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ ქართველ ტყვეს ბრალი შეუმსუბუქდება და არ არის გამორიცხული სადავო მხოლოდ ე.წ საზღვრის კვეთა დარჩეს. 

"შესაძლებელია რუსმა ჯარისკაცმა გაიმეორეს ჩვენება, დაადასტუროს თავის წინა ჩვენება, რომლითაც ის ადასტურებს, რომ გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია,რ აც შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 12- დან 20 წლამდე პატიმრობას - რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა - ასე ვთქვათ განეიტრალდეს და მხოლოდ დარჩეს ე.წ საზღვრის  კვეთის ბრალდება", -  ამბობს "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა 

ოჯახი კი აცხადებს, რომ ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის გათავისუფლება იქნება. 

"დაახლოებით სამი თვე მარტო იმყოფებოდა საკანში და ეს ახალგაზრდა კაცისთვის ფსიქოლოგიურად ალიან ძნელია. ოჯახის ერთადერთი სურვილია ზაზა დაუბრუნდეს. ოჯახს და დეფაქტო ხელისუფლებაც ალბათ, ამას გაითვალისწინებს და მალე დაუბრუნებს ოჯახს", - თქვა ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ტყვეობიდან მის დახსნას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი