ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება უნდა მიიღოს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება დროულად უნდა მიიღოს. ახლა "ოცნების" ხელისუფლების მთავარი მიზანი არა COVID-19-ის ვაქცინის შემოტანა, არამედ კორუფციული გარიგებებია, რომელის გაფორმებაც მმართველმა ძალამ ვირუსის გავრცელების დღიდან დაიწყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის პირობებში კრიზისის დაძლევისა და ვაქცინის მიღების ერთადერთი გზა, მესამე პრეზიდენტის დახმარების მიღება და პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებაა. 

"ამას არ სჭირდება მესამე პრეზიდენტის მოწოდება, ქვეყანა თვითონ უნდა მუშაობდეს. გასაგებია კოვაქსი მოგვაწვდის, ოდესღაც ხომ მოგვაწვდის. მაგრამ რჩება კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობის, რომლიც უნდა აიცრას და როლის ჯერჯერობით, არც მოლაპარაკება მიდის, როგორც მე ვიცი და არავთარი პერსპექტივა არ ჩანს. თუ, ვიღაც ქვეყანა გამოთქვამს სურვილს, რომ დაგვეხმაროს ჩვენ უდნა ვიყოთ იქ ავანგარდში, აქ დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს. პრემიერმინისტრმა უნდა იმუშაოს, დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ და შეიძლება მათხოვრობა მოგვიწიოს", - ამბობს ვატო სურგულაძე 

"უაღრესად საჭირო ინიციატივა არის, გაჟღერდა სამასი ათასი დოზა, რაც არის დაახლოებით 150 ათასი ადამიანის სამყოფი, მოგეხსენებათ ორჯერადად არის და ამით შესაძლებელია მთლიანად სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია,რ აც ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ვერ მივიღეთ პასუხი ხელისუფლებისგან სად წავიდა ის ათ მილიარდამდე ვალად აღებული თანხები. დიდი ნაწილი წასული იქნება კორუფციულ სქემებში და მოხმარდებოდა ისევ "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირების მათი ოჯახების, ახლობლების გამდიდრებას",  - თქვა სერგო ჩიხლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.  

მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი