ბათუმის ბულვარში მოქალაქეები 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია ბათუმის ბულვარის დასაცავად - სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16 სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ მშენებლობა დარღვევებით, უკანონო ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს.

ბათუმელები ეჭვობენ, რომ სასტუმროს მშენებლობა დიდი კორუფციული გარიგების შედეგია და აჭარის მთავრობასთან ერთად, პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც აკისრებენ. მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების გაფორმებასა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შენობის დემონტაჟს სთხოვენ.

"მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებით აგრძელებს მავნებლობას ამის ნათელი და აშკარა მაგალითია ბულვარში 16 სართულიანი "ამბასადორის" მშენებლობა, რომლიც ხდება ქალაქის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ მოახდინონ ამ მშენებლობის დეკონსტრუირება და ახლავე, უახლოეს დროში მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას", - ამბობს მოძრაობა "შენთან ერთად"-ის წევრი, კახა მიქელაძე 

"ვაპროტესტებთ ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ნაგებობის მშენებლობას ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ გამოგვეძახა მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომლებმაც განმარტეს, რომ არ შედის მათ კომპეტენციაში ამ საქმის აღსრულება და გადაგვამისამართეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რომლებმაც თავი აარიდეს აქ მოსვლას. მაგრამ მათ პირდაპირ პრეროგატივაში შედის, რომ მოვიდნენ დაა დააფიქსირონს, აქ მიმდინარე მშენებლობა არის კანონიერი თუ არა. გვთხოვეს, რომ მივმართოთ წერილი, რასაც გავაკეთებთ აუცილებლად. მივალთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსტან იქ გამვართავთ საპროტესტო აქციას და აქციის ფონზე შევიტანთ წერილ", - თქვა ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრმა, ალეკო მილორავამ 

ცნობისთვის, ბულვარში პროექტს კომპანია შპს “ამბასადორ ბათუმი” ასრულებს. პროექტის თანახმად, შენობაში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი