დღევანდელი, 28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 127 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 932 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.