გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყო და საქართველოს ვაქცინა უშოვა. მისივე თქმით, მოლაპარაკება მიღწეულია მალტასთან, რომელსაც ვაქცინის ჭარბი დოზა აქვს და საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ ოფიციალური მიმართვის წერილის გაგზავნაა საჭირო.
"ამ წუთებში მიმდინარეობს მთავრობის სხდომა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არის ვაქცინაცია. ვაქცინა ასევე არის ჩვენი ეკონომიკის და ქვეყნის გახსნის საშუალება. მიხელ საკაშვილმა შეძლო და უზრუნველყო საქართველოსთვის სანატრელი ვაქცინის შოვნა. მოლაპარაკებები შემდგარია, შეთანხმება მიღწეულია და საქართველოში ვაქცინის ჩამოტანას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ - ოფიციალური მიმართვის წერილი მალტის ხელისუფლებისთვის საქართველოს მთავრობისგან", - ამბობს გიორგი ჩალაძე
გიორგი ჩალაძისვე თქმით, ის მზადაა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას დაესწროს და ხელისუფლებას ვაქცინის ჩამოტანის გეგმაზე დეტალურად ესაუბროს.
"ვიმყოფები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, მზად ვარ ამოვიდე, გაგაცნოთ შეთანხმების დეტალები და დაგეხმაროთ ვაქცინის საქართველოში ჩამოტანისათვის. თქვენგან საჭიროა მხოლოდ მოთხოვნის წერილის გაგზავნა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ მივიღებთ დადასტურებას, რომ წერილი დღეს გაიგზავნა, ჩვენ დავაორგანიზებთ საზოგადოებას, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომ მათ მიმართონ არა მხოლოდ მალტას, არამედ განვითარებულ ქვეყანას დახმარების თხოვნით იმიტომ, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფს პარტიულ ინტერესებზე ზემოთ დგომას და თავის ხალხს არ ეხმარება. ამიტომ ვთხოვთ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის სასარგებლოდ. ეს არის კიდევ ერთი შემოთავაზება და ჩვენი მეგობრულად გამოწვდილი ხელი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ", - თქვა გიორგი ჩალაძემ
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 27 იანვარს, გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.
მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.