ჩემს გათავისუფელბას რიჟვაძის კურთხევა სჭირდებოდა - შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა

გამოქვეყნდა:

სსიპ კულტურის მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრს, შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს. ბრძანებას ხელს სსიპ-ის დირექტორი ზაურ ახვლედიანი აწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

გუჯაბიძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი გათავისუფლება თორნიკე რიჟვაძის საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება, რადგან გუჯაბიძის თქმითვე, ის აპროტესტებს არსებულ პოლიტიკას. 

"ჩემი გათავისუფლება, ცხადია უკავშირდება ჩემს სამოქალაქო აქტივიზმს, იმას, რომ ვიცავ ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას და ღიად და აშკარა კრიტიკით გამოვდივარ არსებული პოლიტიკის და პოლიტიკის ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს.... ცხადია რიჟვაძის გადაწყვეტილებაა, ახვლედიანი ამას თავისით ვერ გადაწყვეტდა, ცხადია დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ რიჟვაძის კურთხევა სჭირდებოდა. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ პროცედურული დარღვევებია, იმიტომ, რომ მე ამ თანამდებობაზე დამნიშნა საქართველოს კულტურის მინისტრმა და ეჭვი მაქვს, რომ ზაურ ახლვედიანს ჩემი გათავისუფლება არ შეუძლია. მაგრამ, იმის შემდეგ რაც ხდება ბათუმის ბულვარში (აქციები და აშ) ეს რეალურად მოჰყვა იმას, რომ ეს ფაქტი გავასაჯაროვე, არა იმის გამო, რომ უჩემოდ არ გასაჯაროვდებოდა, რეალურად აღმოვჩნდი ერთერთი გმირი ამ მოვლენებში და ცხადია, ბატონი რიჟვაძე ამან ძალიან გააღიზიანა და თქვა: "მოხსენით, არ მაინტერესებს კანონმდებლობა" - ადგა და მომხსნა ბატონმა ახვლედიანმა", - თქვა შოთა გუჯაბიძემ.

შოთა გუჯაბიძე ასევე ამბობს, რომ თანამდებობიდან კანონის დარღვევით გაათავისუფლეს და გადაწვყეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

"იურისტებმა მომწერეს, რომ რა დარღვევებია და ეს აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს, რა თქმა უნდა გავასაჩივრებ, მაგრამ ჩალით დახურულ ქვეყანაში რაიმეს მივაღწევ, მაგრამ აუცილებლად გავასაჩვრებ", - ამობბს შოთა გუჯაბიძე. 

 

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი