გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, მთავარ არხზე, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ მალტის ხელისუფლებისთვის ოფიციალური მიმართვის წერილის გაგზავნა დღესვეა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ვაქცინები წავა სხვაგან.
"ფაქტია, რომდევნილმა პრეზიდენტმა, დევნილობაში, დადო შედეგი, რომელიც ვერ დადო საქართველოს მთავრობამ. არანაირი მოლაპარაკებები მათ არ უწარმოებიათ, ისინი ფაფხურობენ უკვე მიღწეულ შედეგზე. აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიმართვა გაიგზავნოს დღესვე. ყოველი საათი, რომელშიც ჩვენ არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს იმას, რომ ეს ვაქცინები წავა სხვაგან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იშოვა ეს ვაქცინა და ახლა საჭიროა მათი ჩამოტანა. თუ დღეს ვერ მივიღებთ დადასტურებას, რომ მიმართვა გაიგზავნა, ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, ავიღებთ მართვის სადავეებს ჩვენს ხელში და დავაორგანიზებთ, რომ მიმართვა გაიგზავნოს, მაგრამ შესაძლოა, მოქალაქეების მოთხოვნაზე ვაქცინა არ მოგვცცენ, ამიტომ ეს მიმართვა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს", - ამბობს გიორგი ჩალაძე "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 27 იანვარს, გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.
მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.
ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პირველი შეთავაზება არ არის, რომელსაც ის მთავრობას სთავაზობს კოვიდპანდემიის კონტექსტში. მაგალითად, 2020 წლის მარტში მან საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, საჰაერო სივრცის გახსნის შემთხვევაში, ევროპიდან საქართველოში ჩამოეყვანა საქართველოს მოქალაქეები. ხელისუფლებამ მაშინ ეს შეთავაზება უგულებელჰყო.