ოკუპანტი ჯარისკაცის ჩვენებამ, შესაძლოა, ზაზა გახელაძეს შეუმსუბუქოს სასჯელი, რომელიც 5 თებერვალს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის მარიონეტული რეჟიმი ზაზა გახელაძეს განაჩენს სავარაუდოდ, 5 თებერვალს გამოუტანს.
დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გასულ წელს გატაცებული მამაკაცის საქმის განხილვა დღეს გაიმართა.
სხდომაზე ისევ მოწმეეები დაკითხეს და ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტები მოისმინეს.

დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 თებერვლისთვის დანიშნა. ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცხელი დაზით მიაწოდა.

გახელაძეს მძიმე ბრალი აქვს წარდგენილი, მას ე.წ. მესაზღვრეებზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავებიან, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოგონილი ბრალდება, შესაძლოა. რუსი ჯარისკაცის ჩვენებამ შეამსუბუქოს, რომელმაც პროცესის დროს თქვა, რომ გახელაძეს მათთვის დამიზნებით არ უსვრია და ჰაერში ისროლა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 2020 წლის ივლისში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კერძოდ, სხვილოს ციხესთან ახლოს მდებარე ველიდან გაიტაცეს და გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მან მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი