ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! - ნიკა გვარამია მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" გამოეხმაურა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც "მთავარი არხი", ბექა ყორშიას   ამ სიუჟეტში  გასული კადრის გამო, სამართალდამრღვევად სცნო. 

ნიკა გვარამია წერს, რომ მარეგულიერებელ კომისიას ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა. 

"საქმე იმაშია, რომ კომისიას ამის უფლებამოსილება არა აქვს! ამის - ანუ ცენზურის! გილოცავ ერო, ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! გილოცავთ", - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, კახა ბექაურის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხის საქმეზე" , ასევე ტელეკომპანია "ფორმულის" საქმეზე გადაწყვეტილება დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ დავის საგანი იყო პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის უხერხული კადრის ჩვენება, ბოლო სხდომაზე, მარეგულირებელი კომისიის წევრები, გულმოდგინედ ეძებდნენ უხამსობას ბექა ყორშიას ამ ამ სიუჟეტში. , ხოლო "ფორმულა" დაასანქცირა, დღის მონაკვეთში სერიალ ჩცდ-ს გაშვებისთვის, რომელიც კომისიის აზრით, უხამსობას შეიცავდა და, ამასთან, დაირღვა მაყურებლის ასაკის განსაზღვრის წესი.

მარეგულირებელი კომისია ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა ამ სიუჟეტს და საბოოლოოდ, გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც. "მთავარი არხი" სამართალდამრღვედადაა ცნობილი, თუმცა, ამ ეტაპზე არხის სანქცირება არ მომხდარა. 

მარეგულირებლის მიერ ცენზურის დაწესების მცდელობად მიიჩნევდა ამ განხილვას 'მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანამდე ამბობდა, რომ თუ მარეგულირებელი მთავარ არხს სამართალდამრღვევად სცნობდა, ეს იქნებოდა პირველი პრეცენდენტი, როცა ცენზურა ჟურნალისტსა და მედიას ოფიციალურად დაუწესდებოდა.

კრიტიკული იყო ასევე განცხადება, რომელიც კოალიციამ "მედიის ადვოკატირებისთვის" გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი