მარეგულირებელი უხამსობის ძიებაში - ცენზორად ქცეული უწყება "მთავარის" საეთერო ბადეში იქექება

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელი კომისია მთავარი არხის საეთერო ბადეში უხამსობას ეძებს. ბექაურის უწყება გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და ცენზურის დაწესებას ცდილობს - სხდომაზე მთავარი არხის სიუჟეტი განიხილება, სადაც სარკასტულადაა ნაჩვენები პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოქმედება.

მთავარი არხის იურისტი მარეგულირებლის ამ ნაბიჯში საფრთხეს ხედავს.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ დღეს, იქნება ბათილი. მარეგულ;ირებელი კომისია ცდილობს, ახალი ბერკეტი აიღოს ხელში, ასანქციროს მედია, ჯარიმები დააკისროს, რათა შემდეგ ჟურნალისტებს ე.წ. მსუსხავი ეფექტი გამოუმუშავდეთ და შიშით შემდგომ ვერ გააკეთონ რეპორტაჟები.

შეიძლება, ყოველდღე დაგვამონიტორინგონ, ყოველღე დაგვიდგინონ დარღვევები და შედეგად, საბოლოოდ, მაუწყებლობაც ჩამოგვართვან, - ამბობს მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი კომისია "მთავარის" წინააღმდეგ მოკვლევას ამჯერად "შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტის გამო იწყებს. საუბარია ჟურნალისტ ბექა ყორშიას რეპორტაჟზე, რომელშიც ბექაურის კომისიამ უხამსობა აღმოაჩინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი