"ეს არის მორიგი ტყუილი" - თურნავა სააკაშვილის მიერ მალტის ვაქცინის შეთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

მიხელ სააკაშვილის მიერ მალტის ვაქცინის შეთავაზებაზე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, იმ ფონზე, როდესაც მალტას "თავისთვის არ ჰყოფნის" ვაქცინა. 

"ეს არის მორიგი ტყუილი, არასერიოზული გამონათქვამი, იმ დროს, როცა მალტას არ ჰყოფნის თავისთვის ვაქცინა და ეს მთელს მსოფლიოში არის პრობლემა. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, არა მარტო ამ კოვაქს-პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან", - თქვა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 27 იანვარს,  გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.  

მისივე თქმით, თქმით, უახლოეს პერიოდში აპირებს, დადოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს, კონკრეტული სახელებითა და გადარიცხვებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი