კომისია გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს - მედიის ექსპერტები "მთავარი არხის" საქმეზე

გამოქვეყნდა:

უკანონო გადაწყვეტილება და უკანონო ჩარევა მედიის საქმიანობაში - ასე შეაფასეს მედიაექსპერტება
"მთავარ არხთან'' მიმართებით კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება. მათი აზრით, ეს ცენზურაა, რაც საშიში პრეცენდენტია რადგან მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ის უწყება, რომლის მიზანიც ოპოზიციური არხების დისკრედიტაციაა. მედიაექსპერტება არ გამორიცხავენ, რომ ამას კრიტიკული მედიასასშულებების დაჯარიმება და მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევაც მოჰყვეს.

"ჩვენი შეფასებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და იმოქმედა ისე, რომ მას არ ჰქონდა საკანონმდებლო საფუძველი, მას არ ჰქონდა უფლება, რომ ჩარეულიყო მედიის კონტენტის შინაარსში და უხამსობასთან დაკავშირებით ემსჯელა. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის შემთხვევები გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა ეს ემსახურებოდეს ცენზურას", - თქვა ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა. 

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მოგვწონს თუ არა მედიის კონტენტის შინაარსი ეს არის გემოვნების საკითხი.

"როდესაც გემოვნების მსაჯულად გვევლინება ის ორგანიზაცია, რომლის ამოცანა არის ოპოზიციური არხების დისკრედიტაცია ეს მემგონი საგანგაშო სიგნალია. იმედი მაქვს გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება", - თქვა თამარ კინწურაშვილმა. 

"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" განვითარების დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, თუ კანონს ასე ვკითხულობთ, გამოდის, რომ ნებისმიერი სატირული აზრის გამოთქმის დროსაც კი შეიძლება მედია დაასანქცირონ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად 28 იანვარს სცნო. კომისიამ მიიჩნია, რომ ბექა ყორშიას სიუჟეტში, სადაც პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის გენიტალიებზე გარედან შეხების კადრი იყო ნაჩვენები, უხამსობა იყო და ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. 

"მთავარი არხი" სამართალდამრღვედადაა ცნობილი, თუმცა, ამ ეტაპზე არხის სანქცირება არ მომხდარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი