ტაქსის მძღოლების დაპირისპირება სანადირო თოფით დაჭრით დასრულდა – სისხლიანი გარჩევა ვანში

გამოქვეყნდა:

ვანის ავტოსადგურზე, ტაქსის მძღოლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა – სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უძღოდა.

სავარაუდოდ სისხლიანი გარჩევის მიზეზი ტაქსის მძღოლებს შორის კლიენტის ვერ გაყოფა გახდა – 30 წლის მამაკაცმა 50 წლის მამაკაცი ფეხში სანადირო თოფით დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი ვანიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 117–ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მცირე დაზიანებას გულისხმობს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი