დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის რამდენიმე ასეულ ათას დოზას მიიღებს.
"COVAX-თან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია, გვაქვს დიდი ალბათობით, მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, ალბათ, AstraZeneca-ს ვაქცინა, რომელიც ყველაზე მეტი თავსდება პირველ კვარტალში COVAX-ის პლატფორმაზე, რამდენიმე ასეულ ათას დოზას საქართველოც მიიღებს, რადგან პირველ 3%-ს, რადგან 20% ხომ უნდა მივიღოთ ზოგადად, პირველ 3%-ს მივიღებთ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში", - თქვა ამრიან გამრამდენიმე ასეულ ათას დოზას მივიღებთყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, დღეს, 29 იანვარს ელოდებიან პასუხს, მიიღებს თუ არა საქართველო Pfizer-ის ვაქცინას. მისი თქმით, COVAX-ის პლატფორმაზე Pfizer-ის ვაქცინის მილიონამდე დოზაა განთავსებული და საქართველო იმ 51 ქვეყანას შორისაა, რომელიც უნდა შეარჩიონ ვაქცინის გადასაცემად. გამყრელიძის თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი რომელ ქვეყნებს შეარჩევენ.