წამებით მოკლული გიგა ფარტენაძის მკვლელი, შესაძლოა დროზე ადრე გაათავისუფლონ

გამოქვეყნდა:

7 წლის წინ, გეგუთის საპყრობილეში წამებით მოკლული 21 წლის გიგა ფარტენაძის მკვლელობაში მსჯავრდებული შოთა შანიძე შესაძლოა დროზე ადრე გაათავისუფლონ.

პროკურუტრამ ოჯახს აცნობა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სასჯელის 3 წლით შემცირება იგეგმება. რასაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამბობენ, რომ შოთა შანიძე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულშია მხილებული და ის საზოგადოებისთვის საშიში პირია.

ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია ამბობს, რომ შანიძის ოჯახი წლების განმავლობაში პროკურატურის დისკრედიტაციას ახდენდა, თუმცა, ბოლო პერიოდში მათ გაურიგდა. ადვოკატი ამბობს, რომ ხშირადაა შანიძე მძიმე დანაშაულების გამოძიების დროს ოქროს მოწმედ წარმოდგენილი. ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ პროკურატურას ფაქტობრივად საკითხი გადაწყვეტილი აქვს და გიგა ფარტენაძის ოჯახს უბრალოდ ამის შესახებ აცნობეს.

დაზარალებულის ოჯახის პოზიციას სავარაუდოდ გადაწყვეტილებაზე არ ექნება გავლენა. საბოლოოდ საპროცესო გარიგება სასამართლომ უნდა გააფორმოს, რომლის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუკი საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება შოთა შანიძე ერთი წლის შემდეგ 2022 წელს საპატიმროს დატოვებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი