ბათუმში, კორონავირუსით მეათეკლასელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ის თბილისის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. ერთი წელია სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად სკოლაში არ დადიოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გახმოვანებისაგან თავს შევიკავებთ" - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა