საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" ეხმაურება. ჯაღმაიძე წერს, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა არაფერს ამბობს მისი კოვიდინფიცირების შესახებ.
ინფორმაციას უარყოფს პატრიარქის პირადი ექიმიც:
"თავს გრძნობს ჩვეულებრივად, გუშინწინ წირვაზე ბრძანდებოდა, არის ჯანმრთელად" - ამბობს ცისანა შარტავა "მთავართან" საუბარში.
პატრიარქის კოვდინფიცირების შესახებ ინფორმაცია თეოლოგმა ბასილი კობახიძემ გაავრცელა.