ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა კომისიამ AstraZeneca-ს ვაქცინის 18 –64 წლამდე პირებისთვის გამოყენება დაუშვა.
ერთი კვირით ადრე, AstraZeneca-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ვაქცინის მასშტაბურად მიწოდებისთვის პრობლემა ექმნებოდათ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინის შესატანად დასტურს ელოდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით ბუნდოვანებები არსებობდა.
Pfizer-ის და Moderna–ს შემდეგ, AstraZeneca–ს ვაქცინა, მესამეა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში დაუშვეს.