ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თავისუფლების საფასურის- გირაოს თანხის შეგროვების ინიციატივა გუშინვე საქალაქო სასამართლოს ეზოში გაჩნდა, თუმცა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები, თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 40 ათასი ლარის მობილიზებას 2 საათში შეძლებდნენ.
1, დოლარი და 65 ცენტი, 9 დოლარი და 16 ცენტი, 5 ევრო , 47 - 2 მეცნიერის უკანონოდ დაკავების გამო აღშფოთებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი ოჯახების ლუკმა-პურისთვის საზღვარგარეთ გადახვეწილი ემიგრანტები კარტოგრაფებისთვის რიცხავდნენ იმდენს, ვისაც რა შეეძლო - რეჟიმის მძევლების გასათავისუფლებად საზოგადოება გუშინ ერთიანი და განსაკუთრებით ოპერატიული იყო და 1888 დონაციით მეცნიერების თავისუფლება გამოისყიდა.
საზოგადოების ასეთი მყისიერი რეაქცია, რომელიც 7 ოქტომბრიდან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უსაფუძვლო დაკავებას კატეგორიულად აპროტესტებდა, არის პასუხი ოცნების ხელისუფლებისთვის, რომ რეჟიმის მცდელობას ადამიანების თავისუფლებით ივაჭროს, არ შეეგეუება- ამბობენ მწერლები და სამოქალქო აქტივისტები.
პოლიტიკური დაკავება და პოლიტიკური გათავისუფლება - საზოგადოების უკიდურესი პროტესტი არამხოლოდ 2 უდანაშაულო მეცნიერის ოთხთვიანმა უკანონო პატიმრობამ, არამედ სამშობლოს ღალატის ბრალდებამაც გამოიწვია, რომ ოცნებამ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 2 ადამიანის მორალურად განადგურება ძალიან მარტივად გადაწყვიტა და ლამის ისტორიული ძეგლის გაყიდვა დააბრალა, "გარეჯი საქართველოა ეს ლოზუნგი მოიგონა", იმ საქმიდან რომელიც გარეჯის- ისტორიული ძეგლის ტერიტორიის ნაწილს საერთოდ არ ეხება.
ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც გაათავისუფლეს, იმ უწყებიდან სადაც წლები იმუშავა და საიდანაც მას მხარდაჭერა მხოლოდ დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ გამოუცხადა.
სწორედ ამიტომ, კარტოგრაფების უფლებადამცველები და საზოგადოება მათთვის არამხოლოდ დროებით გათავისუფლებას - ბრალის სრულიად მოხსნას ითხოვენ.