დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 159 გახდა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 441 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 257 632 
  • გამოჯანმრთელებულია - 248 537 
  • გარდაცვლილია - 3 159 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19 989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 126, PCR ტესტით - 6 863
  • კარანტინის რეჟიმში - 530
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 694
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 311

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 74 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი