პრობლემა, რომელსაც წლებია მოქალაქეები ყოველდღიურად უყურებენ, სინამდვილეში ფულის შოვნის კარგი სქემაა. უხარისხო და რამდენჯერმე თავიდან დაგებულ გზებს მიზეზი აქვს. მისი დამკვეთ ხარისხის შემმოწმებელთან ერთად კორუფციულ გარიგებაშია ჩართული.
ერთერთი მაგალითი ასეთია: უცხოური კომპანია, რომელიც 2017 წლიდან ტენდერებს იგებს და ხარისხის კონტროლი ევალება სააქციო საზოგადოებაა, რომლის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე რობერტ პეტროსიანია. კომპანიაში მივედით, თუმცა, ადგილზე არავინ დაგვხვდა. დავუკავშირდით თანამშრომლებს, რომლებიც ექსპერტებად ჰყავთ გაფორმებული, აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს, კომპანია სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში, არ უმუშავია.
რაში დასჭირდა კომპანიას, იმ ექსპერტების სახელების გამოყენება, რომლებიც მათთან არ მუშაობენ - კითხვაზე პასუხს მარტივად სცემენ პოლიტიკოსები. ბესო დონაძის მტკიცებით, უცხოური ფირმა, რომელიც ბიუჯეტიდან ტენდერების სახით მილიონებს იღებს, მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ერთადერთი ყოფილი თანამშრომელი კი, რომელიც ცნობილია პაატა აბუთიძეა. 2017 წელს მას უცხოურ კომპანიაში ოპერაციების მენეჯერის თანამდებობა ეკავა. ამ დროს კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან 40 590 000 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა. ტენდერის მოგებიდან რამდენიმე თვეში კი აბუთიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, კერძოდ კი საავტომობილო გზების დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილე გახდა და დაევალა იმ კომპანიის კონტროლი, რომელშიც თავად მუშაობდა.
პროექტებიდან მოტეხილ ფულს კომპანიის დირექტორები და მათი მფარველები იყოფენ ეს კარგად იცის საკრებულოს წევრმა. ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ფულს საგზაო საქმეში კარგად იპარავენ. კომპანია, რომლის დირექტორიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა სამუშაოების შესრულებიდან მთლიანი ღირებულების 5%-ს იღებს, მაშინ როდესაც სხვა კომპანიები იგივე სამუშაოში 2-3 %-ს. სქემა აქაც მარტიცია უცხოური კომპანია ქირაობს ქვეკონტრაქტორებს რომლებსაც სამუშაოებს აკეთებინებს და 2 ან 3%-ს უხდის დანარჩენი თანხა კი მას რჩება ანუ ის ვალდებულებების გამტარია და ფულს არაფერში იღებს, ამ სქემით კი ქვეყნიდან რუსეთში ჩვენი ბიუჯეტის ფული გადის. უცხოური კომპანიების გარდა, ქვეყანაში ქართულიც არსებობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურულ ტენდერებს ძირითადად ეს ერთი კომპანია იგებს.
გზების კონტროლთან ერთად პრობლემები თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტშია, რომლებიც რეგიონებში სრულდება და სადაც მონაწილეობას ძირითადად რამდენიმე კომპანია იღებს. ასეთებია მაგალითად შპს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა შპს "თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი" შპს "ქრიზოლითი+" ამ კომპანიებში დასაქმებული პირები კი მანამდე ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდში" "ატუში" და სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდნენ. ამავდროულად ნაწილი მათგანი პარტია "ქართული ოცნების" შემომწირველია, ეს ფაქტები კი ირაკლი ნადირაძეს არწმუნებს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე იმ ადამიანებს ვინახავთ, რომლებიც ოლიგარქის კარზე მუშაობდენ და მათი მეშვეობით ახლა ხალხის ჯიბიდან ისევ ოცნება ფინანსდება.
რამდენიმე კომპანიიდან ერთ "შპს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზის" რეგისტრირებულ მისამართზე მივედით, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბინა აღმოჩნდა. ლევან გველესიანი სახლში არ დაგვხვდა, დავურეკეთ და კომპანიის საქმიანობაზე ვკითხეთ, არ გვიპასუხა, აგრესიულად შეგვხვდა და დაგვემუქრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელს ქეთი ენუქიძეს არ უკვირს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სათანადოდ არ კონტროლდება და განმარტავს, რომ კორუფცია, რომელიც თავს კარგად გრძნობს ოცნების ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა. არაკანონიერ საქმიანობაში ჩაბმულ პირებს კი მანამდე არ დასჯიან სანამ ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვლება.
ხიდები, გზები, შენობები რომლებსაც რეაბილიტაცია უტარდება ან კეთდება მონიტორინგი წესით ამ კომპანიებმა უნდა ჩაუტარონ და ხარისხი შეამოწმონ, თუმცა, როგორ ასრულებენ სამუშაოებს მტკიცებულებები მოწმობს. ამ დროს კი, ბიუჯეტიდან ხალხის მილიონობით ლარი იმ კომპანიებში მიდის, რომლებიც სავარაუდო კორუფციაში არიან ჩართულნი, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები კი მათი საქმიანობით არ ინტერესდებიან.