ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთი სენაკის ცენტრალურ გზაზე - მომხდარის შედეგად 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო, მამაკაცი დაშავდა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, "ქამრის" მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით მიდიოდა, რა დროსაც მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ემა გოგოხია