დღეს საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 491 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 258 111 
  • გამოჯანმრთელებულია - 249 028 
  • გარდაცვლილია - 3 178 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 12 700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 777, PCR ტესტით - 4 923
  • კარანტინის რეჟიმში - 545
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 677
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 304

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 74 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი