ტანსაცმელი, წამლები, ყველაფერი შიგნით მაქვს - მერიამ დევნილთა დასახლებიდან მამაკაცი გამოასახლა

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციის ქუჩაზე მერიამ დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მამაკაცი საცხოვრებლიდან გამოასახლა და პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განმარტებით, ზაზა ჩაკვეტაძე ფართში უკანონოდ იმყოფებოდა. 

"ამ ოთახში ვცხოვრობ უკვე 7 წელია, ეს იყო მიტოვებული, დანაგვიანებული გავასუფთავეთ, არავინ არ იცავდა არც დაცვა ჰყავდა არც არაფერი, შემოვედი მოვიწყე საცხოვრისი. ტანსაცმელი, წამლები, რომელსაც ვსვამ, ექიმის გამოწერილი ყველაფერი შიგნით მაქვს, დამხვდა აჭედილი და ვერ შევდივარ ოთახში", - ამბობს ზაზა ჩაკვეტაძე. 

ზაზა ჩაკვეტაძე უკვე 7 წელია, ამ მისამართზე ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ის არ არის ერთადერთი. დევნილთა დასახლებაში მის მსგავსად, მერიამ უბინაოდ სხვა ოჯახებიც დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი