ამ წუთებში კოვიდშეზღუდვების გასპროტესტებლად მოქალაქეებმა პალამენტთან ცარიელი, უფუნქციო მაცივრები მიიტანეს. მათი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ხალხისთვის მუშაობის უფლების დაბრუნებაა.
"ხელისუფლებას რატომღაც დაავიწყდა, რომ ის ანგარიშვალდებლია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. დღეს ჩვენი საზოგადოება იბრძვის გადარჩენისთვის, ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს... გახსნან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მშრომელ ადამიანებს მოგვეცეს გადაადგილების უფლება", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ.