"ორი ადამიანი ჩატენეს მანქანაში" - დაკავებები სანზონაში

გამოქვეყნდა:

სანზონაში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა ძალის გამოყენებით დააკავა. ინფორმაცია და ვიდეომასალა ამის შესახებ "მთავარს" თვითმხილველმა მიაწოდა. 

"ხმაურის გამო გამოიძახა ალბათ, ვიღაცამ პატრული. უამრავი მანქანა შემოვიდა, დაახლოებით 8 პოლიციის მანქანა და კრიმინალური. ამათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ხმაურის გამო ალბათ ჯარიმა დაუწერეს ​და ​ჩატენეს მანქანაში, სამი კაცი ერთ კაცს მანქანაში ტენიდა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სადარბაზოდან, რომ გამოჰყავდათ ეს დავინახე. ორი ჩატენეს მანქანაში, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, არც უგინებიათ..." - ამბობს თვითმხილველი. 

როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დაკავებულია ორი პირი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166ე- მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი ადუმორჩილებლობა).

ინფორმაცია განახლებულია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი