ადგილობრივები სენაკში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის მთავარი ფიგურანტის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქვე გეტყვით, რომ საქმე ეხება შემთხვევას, რა დროსაც 28 წლის მამაკაცმა დედას სანადირო თოფიდან ესროლა.
"ყველა დარაზმულია, მოწადინებულები ვართ, რომ უდანაშაულო ბავშვი არ გავწიროთ. მსგავსი რაღაც მოხდა, მაგრამ რამ მიიყვანა ეს ბავშვი ამ მდგომარეობამდე? მან გაანალიზა რაც მოხდა, შეიძლება ნასვამი იყო. ეს ახალგაზრდა არ უნდა გაიწიროს, მთელი სოფელი ფეხზე დავდგებით, ისეთი შვილია", - ამბობს დაკავებულის მეზობელი, ქეთევან ბაჩილავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი დედის პირადი ურთიერთობაა - ახალგაზრდა ბიჭმა მეგობარ მამაკაცთან მშობლის მიმოწერა წაიკითხა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ თავს დაესხა, მომხდარის შემდეგ კი სამართალდამცველებს ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა.
დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის მკურნალობას მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.