შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი უფროსი ილია კვაღინიძე "კუდის" თანამშრომელი იყო

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი უფროსად ილია კვაღინიძე დაინიშნა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის – "კუდის" თანამშრომელი იყო და პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაცია.

ირკვევა, რომ შსს მინისტრის გომელაურის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე და ილია კვაღინიძე კურსელები იყვნენ და მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

შიდა ქართლში "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ კვაღინიძე მათ უთვალთვალებდა და "ქართული ოცნების" ოფისს უღებდა.

ილია კვაღინიძე მაღალ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, "მთავარმა" მიიღო პირობა, რომ სურვილის შემთხვევაში, ის განმარტებებს გააკეთებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი