დღევანდელი, 2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 208 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 580 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.
მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 5%, ბოლო 14 დღის - 4,8%, ბოლო 7 დღის - 3,8%
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 75 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.