Bloomberg: მსოფლიოში 100 მლნ. ადამიანი უკვე აიცრა, ვაქცინაციის სისწრაფით ლიდერი ისრაელია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანი, 64 ქვეყნიდან, უკვე აიცრა - იმუნიზაციაში მონაწილეთა დღიური რაოდენობა, საშუალოდ, 4.25 მილიონს შეადგენს. მონაცემებს Bloomberg აქვეყნებს. 

აცრილთა დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის და ეს რიცხვი 32.8 მილიონია. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ვაქცინაციის სისწრაფით ლიდერი ისევ ისრაელია, სადაც ყოველი 100-დან 55-მა ადამიანმა უკვე მიიღო პრეპარატის დოზა. მას მოსდევს სეიშელი, არაბეთის გართიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი და აშშ.

აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში აიცრა (24 მლნ), ევროკავშირსა (12 მლნ) და გაერთიანებულ სამეფოში (9 მლნ).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი