ვაქცინაციას ჩავარდნა ემუქრება - მთავრობა კამპანიის დაწყებას არ ჩქარობს 

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვაქცინაცია თებერვლის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ არავის უზრუნია მოსახლეობის დარწმუნება, რომ მედიკამენტი უსაფრთხო იქნება. თავის მხრივ, მოქალაქეების 40% ამბობს, რომ არ ენდობა ხელისუფლებას მიერ შემოტანილ პრეპარატს. 

სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ "ოცნება" მიზანმიმართულად აგვიანებს კამპანიას, რადგან მათთვისაც უცნობია, როდის შემოიტანენ მედიკამენტს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში მთლიანად ჩავარდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, კარგად იცის, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, თუმცა არ იცის, როგორ მოახერხებს მოსახლეობის 60-70%-ის ჯერ დარწმუნებას და შემდეგ აცრას.

ვაქცინაციიას რომ რისკები ახლავს, იციან ხელისუფლებაშიც, თუმცა მოსახლეობაში ნდობის ასამაღლებლად კამპანიის დაწყებას არ ჩქარობენ. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ქვეყანა მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, როდესაც ქვეყანაში ვაქცინა შემოვა, მაგრამ მოქალაქეები მასზე უნდობლობის გამო უარს იტყვიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი