გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 512 ადამიანს ჩაუტარდა და დაავადება 56-ს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გუდაუთის ინფექციურ ცენტრში ამ დროისთვის 107 ინფიცირებული იმყოფება, აქედან 92 - დადასტურებული დიაგნოზით. 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 53-ის - საშუალო სიმძიმისაა.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, სოხუმში ამ დროისთვის 32 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, ოჩამჩირეში - 19, ტყვარჩელში 9, გაგრაში კი 32.
საერთო მონაცემების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ 11 620 კოვიდინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 10 198 განიკურნა, 178 ადამიანი კი გარდაიცვალა.