შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი - 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.
"ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება მოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წელიდან იძებნებოდა", - წერია უწყების განცხადებაში.
ბრალი ქურდობას გულისხმობს.