დღეს საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 788

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 788 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 259 897
  • გამოჯანმრთელებულია - 251 077 
  • გარდაცვლილია - 3 221
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 15 792, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 579, PCR ტესტით - 6 213
  • კარანტინის რეჟიმში - 487
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2 384
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 292

მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 4,36%, ბოლო 14 დღის - 4,67% ბოლო 7 დღის - 3,87%

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 76 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი