დავით გარეჯის საქმეზე, ევროპული საქართველოს წევრი დავით დარჩიაშვილი პროკურატურაში დაიკითხა.
დარჩიაშვილი თვლის, რომ მისი პროკურატურაში დაბარება, იმ მოტივით რომ ქვეყნისთვის საზიანო პოზიცია აქვს, საბჭოთა სამართალია.
"ზოგადად რას ვფიქრობ, საიდან მაქვს ცოდნა გარეჯის პრობლემის შესახებ, ამდაგვარი კითხვები, იყო კითხვები ვისგან რა ვიცი, მაგრამ ეს ამ ფორმას არ გაცდენია, ოქმშიც ჩავწერე, რომ ეს არის აბსურდი, როდესაც მე მეუბნებიან, რომ თურმე მე ქვეყნის საზიანო განცხადება გავაკეთე, როცა აქ ერევა პროკურატურა ეს არის საბჭოთა სამართალი"– ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი დავით დარჩიაშვილი
დარჩიაშვილი პროკურატურაში, ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვის შემდეგ დაიბარეს, უცნობია კიდევ ვის მოუწევს ამ საქმეზე პასუხების გაცემა, რადგან პროკურატურამ დაანონსა რომ დავით გარეჯის საქმის დამკვეთზე ცდილობენ გასვლას.